„არ ვფიქრობ, რომ ვინისიუსის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება“ - ანჩელოტი
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მადრიდის „რეალის“ ვინგერის, ვინისიუს ჟუნიორის ფორმასა და ეროვნულ გუნდში ფსიქოლოგის მუშაობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
ვინისიუსის ფორმის შესახებ:
„ის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგ ფორმაში, შესანიშნავ კონდიციებში ჩამოვიდა. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს ვინისიუსის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ჩვენ ველოდებით, რომ ეს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება“.
გუნდში ფსიქოლოგის როლის შესახებ:
„მარისა სანტიაგო ჩვენთან ძალიან კარგად მუშაობს. დღეს გუნდი უფრო მშვიდი და თამაშზე მეტად ფოკუსირებული იყო, ეპიზოდებშიც უფრო მშვიდად მოქმედებდა და ბურთიც იშვიათად დავკარგეთ. გუნდმა კოლექტიურ დონეზე ძალიან კარგად ითამაშა“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, ბრაზილიის ნაკრებმა ჰაიტი 3:0 დაამარცხა და ამ დროისთვის თავის ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. „სელესაო“ ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას შოტლანდიის ნაკრებთან 25 ივნისს გამართვს.