ანჩელოტი: სრულყოფილი მატჩი იყო, ვინისიუსს პოზიცია შევუცვალეთ, თავი გაართვა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ჰაიტის ნაკრებთან გამარჯვების (3:0) შემდეგ თავისი მოსაზრებები გააზიარა.
„სრულყოფილი მატჩი იყო. პირველ ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით, შეტევაში უფრო ეფექტურები ვიყავით. მეორე ტაიმში თამაშს უფრო ვაკონტროლებდით. თუმცა საკმარისი მომენტები გვქონდა და მეტის გატანაც შეგვეძლო. ეს კარგი თამაში იყო.
ჩვენ ვინისიუსი ცენტრში დავაყენეთ, დუგლას სანტოსი კი ფლანგზე დავტოვეთ, და მან თავი შესანიშნავად გაართვა. ვინი სახიფათოა არა მხოლოდ ერთი-ერთზე სიტუაციებში. ნახევარდაცვის სიღრმიდან წამოსული შეტევაც შეიძლება სახიფათო იყოს. მას შეუძლია პოზიციების შეცვლა, სხვა მოთამაშეებს კი მასზე მორგება. მარჯვენა ფლანგს კი რაფინიასა და რაიანთან ერთად სტაბილურად ვხედავთ, რადგან გვინდა, რომ დანილომ ოდნავ უკან ითამაშოს.
ჩვენ არ ვფიქრობთ პლეი-ოფზე, არამედ ვფიქრობთ იმაზე, რომ კარგად ვითამაშოთ, შოტლანდიასთან თამაში გავაუმჯობესოთ, მატჩი მოვიგოთ და, თუ შესაძლებელია, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. შოტლანდიას თავისი თავისებურებები აქვს და შეუძლია პრობლემების შექმნა, როგორც ეს მაროკოსთან მატჩში მოხდა. მნიშვნელოვანია სიმშვიდის, ცივსისხლიანობის შენარჩუნება და მუშაობის გაგრძელება.
ყველა მატჩი რთულია. ჩვენ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში გვჯერა, რომ კონკურენციის გაწევა ყველა გუნდისთვის შეგვიძლია. მათ შორის ჰაიტისა და საფრანგეთისთვის“,
- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.