სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

ისევ მამუკელაშვილთან ერთად? | იანისის სამი პრიორიტეტული ვარიანტი

„მილუოკი ბაქსის“ ვარსკვლავი იანის ანტეტოკოუნმპო შესაძლოა ისევ სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი გახდეს. გამოცემა DallasHoopsJournal-ის ინფორმაციით, გაცვლის შემთხვევაში ბერძენი კალათბურთელის პრიორიტეტი „მაიამი“, „ნიქსი“ ან „ტორონტოა“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დაწყებამდე იანისმა მოთხოვა „ნიქსში“ მისი გაცვლა, თუმცა კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნიუ-იორკელებმა იციან, რომ იანისს „ნიქსში“ თამაში სურს და ამ მიზნით „პორტლენდიდან“ იანისის ახლო მეგობრის, დრიუ ჰოლიდეის გადაბირებაც სურდათ, რომელთან ერთადაც ანტეტოკოუნმპო „ბაქსში“ თამაშობდა.

DallasHoopsJournal-ის ინფორმაციით, „ტორონტო რეპტორსი“ მზადაა, იანისის მისაღებად ბრენდონ ინგრემისა და სკოტი ბარნსის გარდა ნებისმიერ კალათბურთელს დაემშვიდობოს. რაც შეეხება „მაიამის“, იანისსა და „ჰიტის“ ერთ-ერთ ლიდერს, ბემ ადებაიოს ერთი აგენტი [ალექს სარაცისი] ჰყავთ და მათ ერთ გუნდში თამაშზე ერთმანეთში არაერთხელ უსაუბრიათ.

აღსანიშნავია, რომ იანისის კონტრაქტით არაა გათვალისწინებული გაცვლის ვეტოს უფლება, ამიტომ „ბაქსი“ არაა ვალდებული, ბერძენი „მაიამიში“, „ნიქსში“ ან „ტორონტოში“ გაუშვას და საუკეთესო წინადადებას დაელოდება. აქვე გეტყვით, რომ NBA-ში გაცვლების პერიოდი 5 თებერვალს იხურება.

ცნობისთვის, სანდრო მამუკელაშვილი და იანის ანტეტოკოუნმპო „მილუოკიში“ ერთად 2021-2023 წლებში თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა დონჩიჩის ისტორიული მატჩი | 46 ქულა და 11 პასი ჩიკაგოს წინააღმდეგ
ლუკა დონჩიჩის ისტორიული მატჩი | 46 ქულა და 11 პასი ჩიკაგოს წინააღმდეგ