ალექსანდრ ვოლკანოვსკი, აარონ პიკო
Aa
Aa

„მისი სხეულით იატაკს მოვწმენდ“ - ვოლკანოვსკი პიკოს დაემუქრა

ისევე როგორც მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, ქვემსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკიც მომდევნო ორთაბრძოლის ჩანიშვნის მოლოდინშია. ძნელად სავარაუდოა UFC-ის ავსტრალიელ ლეგენდას ტიტულის დაცვა აარონ პიკოსთან მოუწიოს, თუმცა როდესაც ამ უკანასკნელთან ჩხუბის ჩანიშვნის ალბათობაზე ჰკითხეს, ვოლკმა დადებითი პასუხი გასცა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„აარონთან დაპირისპირების ჩანიშვნის ალბათობა მახარებს და ამას სიამოვნებით დავთანხმდები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მას ოქტაგონში დავამცირებ და გავანადგურებ. რამდენჯერაც წამაქცევს, იმდენჯერ წამოვდგები. მისი ერთადერთი შანსი ჩემთვის ძლიერი დარტყმების გატარება იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში პიკოთი იატაკს მოვწმენდ“.

ცნობისათვის, აარონ პიკო UFC 319-ზე იჩხუბებს და მისი მეტოქე ლერონ მერფი იქნება, რომელმაც დაუმარცხებელი მოვსარ ევლოევი ჩაანაცვლა - ინგუში სპორტსმენი პიკოსთან ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიგიჟეა, ჩემპიონი აუტსაიდერად ითვლება“ - ჰოლოუეი ჩიმაევის მოგებას ვარაუდობს
„სიგიჟეა, ჩემპიონი აუტსაიდერად ითვლება“ - ჰოლოუეი ჩიმაევის მოგებას ვარაუდობს