„ვჩხუბობ და ვიჩხუბებ როგორც შეშლილი“ - დუ პლესიმ კრიტიკოსებს უპასუხა
UFC 319-ის გამართვამდე ერთი დღით ადრე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ღონისძიების მთავარი მოვლენის ბოლო Face Off-ი დრიკუს დუ პლესსა და ხამზატ ჩიმაევს შორის კინაღამ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი, საშუალო წონითი დივიზიონის სამხრეთ აფრიკელი ჩემპიონი ცოტა არ იყოს გააბრაზა მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ დასმულმა შეკითხვამ მის არაორდინალურ სტილზე, რაზეც დუ პლესისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„ჩემს საბრძოლო სტილს პირადად მე აღვწერდი როგორც ძალიან ეფექტურს. შეხედეთ როგორ ჩხუბობენ რუსები, ამერიკელები, ბრაზილიელები, ჩემი ჩხუბი კი მათი ასპექტების ნაზავია. ვიცი, თქვენ დაბნეული ხართ, რადგან სამხრეთ აფრიკიდან მებრძოლი ასეთ დონეზე არ გინახავთ და მე გეტყვით ჩვენო ქვეყნის წარმომადგენლების ხასიათი როგორია - ვჩხუბობთ და ვიჩხუბებთ როგორც შეშლილები სრული სისწრაფით.
ბევრი თვლის, რომ საშინელი სტილი მაქვს, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმე ჩემი ლამაზი ჩხუბით ვასიამოვნო. აქ ჩამოვდივარ იმისათვის, რომ ვიჩხუბო და გავიმარჯვო ნებისმიერ ფასად“.
შეგახსენებთ, რომ UFC 319-ის ღონისძიება ამაღამ, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება და მისი მთავარი მოვლენა დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის საჩემპიონო ორთაბრძოლა იქნება.