გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპულის გეგმები | წითლები მეკარეს აკვირდებიან?

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულთან“ დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, უილსონ კოქსმა განაცხადა, რომ მერსისაიდელების ყურადღების ცენტრში „ლანსის“ მეკარე მოექცა.

საუბარია რობინ რისერზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გოლკიპერად ითვლება. „ლივერპული“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და მოსალოდნელია, რომ ფრანგულ მხარეს წინადადებას გაუკეთებს. Transfermarkt-ზე რისერის ღირებულება 10 მილიონი ევროა.

კოქსის ინფორმაციით, ალისონ ბეკერი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბს საკუთარ მომავალს 2027 წლამდე დაუკავშირებს. კოქსის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ „წითლები“ შეეცდებიან, ზაფხულში ან ალისონი ან მამარდაშვილი გაასხვისონ.

რამდენიმე საათის წინ, ცნობილმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ალისონს „ლივერპულში“ დარჩენა სურს. მას უნდა, რომ ბოლომდე ამოწუროს კონტრაქტი „ლივერპულთან“ – მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი, 2027 წლის ივნისამდე – და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია გორში | დინამო ბათუმის ფრე სამგურალთან
სენსაცია გორში | დინამო ბათუმის ფრე სამგურალთან