ხვიჩა კვარაცხელია, უესლი ფოფანა
Aa
Aa

„სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა“ | ფოფანამ კვარაცხელიაზე და პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ „არისტოკრატების“ მცველმა, უესლი ფოფანამ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა. ფოფანამ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა, რომ „კვარამ“ მის გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„ახალი არაფერია. პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ყველამ იცის, რომ ძალიან მაგარი გუნდი ჰყავთ. პსჟ-ში ოქროს ბურთის მფლობელი, უსმან დემბელე თამაშობს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ახლაც, როდესაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან — მათ მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ცვლილებაზე კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შემოიყვანეს. მან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ორი გოლი გაგვიტანა. პარი სენ-ჟერმენი ბრწყინვალე გუნდია და ამ შეხვედრაში ეს ნამდვილად აჩვენეს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება და „ჩელსი“ მასპინძლის რანგში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისი ტალანტის მთელი მასშტაბი აჩვენა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
„თავისი ტალანტის მთელი მასშტაბი აჩვენა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე