საბა ასანიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მათე შათირიშვილი, სანდრო მიქაუტაძე, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

ხიზანიშვილის გუნდის მორიგი მარცხი | 19-წლამდე ნაკრებმა თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგაში თამაშობს. მეორე ჯგუფის პირველ ტურში ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი დანიასთან 2:5 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელებისთვის მეორე ტურიც წარუმატებელი იყო, ბოსნია და ჰერცეგოვინამ ჩვენი გუნდი 3:0 დაამარცხა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ საიდ ნიშიჩმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ადემ მუსტაფიჩმა გაიტანა.

პირველ ადგილზე ბოსნია და ჰერცეგოვინაა 6 ქულით, დანიის აქტივში 3 ქულაა, სან მარინოს და საქართველოს ქულა არ მოუპოვებიათ.

ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის. ასე რომ, 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგული აქვს.

ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს: ასანიძე, კუპრავა (მარსაგიშვილი 79), შათირიშვილი, ჩაბრაძე, ძერყორაშვილი (მიქაუტაძე 52), კობახიძე (ადუაშვილი 65), ავდოევი, შალიკიანი, დიაკონიძე, მელაშვილი (კაკაშვილი 65), ბარიხაშვილი (კვარაცხელია 52)

პირველი მატჩის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილმა 6 ცვლილება განახორციელა, გუნდის კაპიტანი გიორგი ლომიძე სათადარიგოთა სკამზე დასვა. ასევე, სამივე ნახევარმცველი შეცვალა: ციკოლია, კაკაშვილი და ადუაშვილი.

პირველი მატჩის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე შემდეგი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ: ლომიძე, კაკაშვილი, ციკოლია, ადუაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია

პირველი მატჩისგან განსხვევაბით სასტარტოში შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს: ჩაბრაძე, ავდოევი, შალიკიანი, კობახიძე, დიაკონიძე, მელაშვილი

მესამე ტურში საქართველო სან მარინოს დაუპირისპირდება (17 ნოემბერი, 19:30).

ფოტო: Nakrebi.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები