ირაკლი აზაროვი, თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

კონფერენს ლიგა | მორჩილაძის რიეკა დამარცხდა, აზაროვის შახტარმა სტუმრად მოიგო

უეფას კონფერენს ლიგის მერვედფინალში ირაკლი აზაროვის „შახტარის“ მეტოქე პოზნანის „ლეხია“, ხოლო თორნიკე მორჩილაძის „რიეკა“ „სტრასბურგს“ ხვდება. უკრაინულმა კლუბმა პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგო, ხორვატები კი საკუთარ კედლებში დამარცხდნენ.

სამწუხაროდ, სათამაშო დრო არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მიეცა. „შახტარის“ მხრიდან გოლები მარლონ გომესმა, ნევერტონმა და ისაკ სილვამ გაიტანეს, „ლეხის“ მხრიდან კი თავი მიკაელ იშაკმა გამოიჩინა და უკრაინელებმა 3:1 იმარჯვეს.

რაც შეეხება „რიეკას“, „სტრასბურგი“ ხოაკინ პანიჩელისა და მარსიალ გოდოს გოლებით 2:0-ს იგებდა, მასპინძლებს კი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ანტე მაისტოროვიჩმა დაუტოვა —1:2. „რიეკას“ რიგებში მორჩილაძეს არ უთამაშია.

ცნობისთვის, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება. მანამდე კი „რიეკა“ ხორვატიის ჩემპიონატში „ისტრას“ შეხვდება, „შახტარი“ — „მეტალისტს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა“ | ფოფანამ კვარაცხელიაზე და პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა
„სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა“ | ფოფანამ კვარაცხელიაზე და პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა