ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როგორც მოსალოდნელი იყო | კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ „პარკ დე პრენსზე“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და „არისტოკრატები“ 5:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გრანდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მცირე დროში დუბლი და საგოლე გადაცემა მაინც მიითვალა. „კვარა“ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები: ტიბო კურტუა, რობინ ლე ნორმანდი, რობერტ ანდრიხი, იოზიპ სტანისიჩი, ისმაილ ჯეიკობსი, მარიო ლემინა, ფედერიკო ვალვერდე, სონდრე ბრუნსტად ფეტი, მაიკლ ოლისე, ხულიან ალვარესი, ხვიჩა კვარაცხელია.

ცნობისთვის, ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა „კვარას“ თამაში 9.2 ქულით შეაფასა და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. Sofascore-მა კვარაცხელიას გარდა კიდევ ორი შემტევი გამოარჩია: მაიკლ ოლისე (10), ხულიან ალვარესი (10).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა
„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა