„უფრო ფრთხილი სისტემა და კომპაქტური შემადგენლობა“ | ზურიკო დავითაშვილის პრესკონფერენცია
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას „გრენობლის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მწვანეების“ მთავარ მწვრთნელს, ფილიპ მონტანიეს ქართველი გარემარბი ახლდა და ზურიკომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„დიახ, ბოლო პერიოდში ძალიან კარგი სტატისტიკა მაქვს (იცინის), რაც გუნდს ქულების აღებაში ეხმარება და მთავარი სწორედ ეს გახლავთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად თამაში გავაგრძელოთ.
ბენ ოლდი? მან პოზიცია შეიცვალა და თავდაპირველად, ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ ბევრი ვილაპარაკეთ, განსაკუთრებით ვარჯიშებზე, რათა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ერთმანეთის უკეთ გაგვეგო. ყველანი ხედავთ, რომ ამან შედეგი გამოიღო და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ახლა შედარებით ფრთხილი სისტემითა და უფრო კომპაქტური შემადგენლობით ვთამაშობთ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ენერგიის დახარჯვის კუთხით უფრო ყურადღებით ვართ, რაც საშუალებას გვაძლევს, კონკრეტულ მეტოქეებს, რომლებიც ჩვენთან, ჩვენი 35 000 გულშემატკივრის წინ სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არიან, უკეთესად ვეთამაშოთ. რედ სტარის წინააღმდეგ კუნთის კრუნჩხვები? უბრალოდ ძალიან ბევრი ვირბინე.“
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „მწვანეები“ „ტრუას“ 2 ქულით ჩამორჩებიან, „ლე მანს“ კი 5 ქულით უსწრებენ.