ჟოზე მოურინიო, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„მისნაირ შოუმენებს მივესალმები“ - ტებასმა ჟოზეზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ამის თაობაზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ალვარო არბელოა მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ვეღარ შეინარჩუნებს. მისი შეცვლის რამდენიმე კანდიდატი სახელდება, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ჟოზე მოურინიოზე იწერება. თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტს ხავიერ ტებასს სთხოვეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა პორტუგალიელის ესპანეთში დაბრუნებას მიესალმება.

ხავიერ ტებასი

ჟოზეს დროს ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეტი მხიარულება, მეტი ინტრიგა სუფევდა და ჩვენს ჩემპიონატსაც გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, მოურინიოსნაირი შოუმენის ლა ლიგაში დაბრუნებას ნამდვილად მივესალმები. ნამდვილად არ ვიცი მოლაპარაკებები რა ეტაპზეა და არც „რეალის“ შიდა საქმეებში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ თუ ფლორენტინო პერესი პორტუგალიელს ნდობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს, მისი მხრიდან მოცემულ ეტაპზე ეს ყველა ვარიანტში გამართლებული საქციელი იქნება.

ცნობისათვის, ჟოზე მოურინიო ამჟამად სამშობლოში მუშაობს და „ბენფიკას“ ხელმძღვანელობს. პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დედაქალაქელები 75 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „პორტუს“ 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპემ შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს | ESPN
მბაპემ შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს | ESPN