ბერნარდუ სილვა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ასეთ კლუბში თამაში ყველასთვის არ არის“ - ბერნარდუ სილვას პრეზენტაცია

ბერნარდუ სილვას ოფიციალური პრეზენტაცია მადრიდის რეალში გაფორმებიდან 33 დღის შემდეგ გაიმართა.

პორტუგალიელმა კონტრაქტს ხელი 2028 წლამდე მოაწერა და პრეზენტაციაზე ფლორენტინო პერესთან, კლუბის საპატიო პრეზიდენტ პირისთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„ბავშვობიდან, როცა ჯერ კიდევ არ იცი, გახდები თუ არა ფეხბურთელი, შენი ოცნებაა „რეალში“ თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ“,

— განაცხადა სილვამ

„რეალის“ 15 ჩემპიონთა ლიგის თასზე საუბრისას სილვამ აღნიშნა:

„აქ უკვე რამდენჯერმე მითამაშია და 15 ჩემპიონთა ლიგის თასის დანახვა ყოველთვის შთამბეჭდავია, მაგრამ ახლა მათი ფეხბურთელის სტატუსით ნახვა კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ასეთ კლუბში თამაში ყველასთვის არ არის.“

ბერნარდუმ გულშემატკივრებსაც მიმართა:

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი „ბერნაბეუზე“ თამაშსა და გულშემატკივრებთან შეხვედრას. ახლა დროა, ბევრი ვიმუშაოთ და ტიტულების მოგება გავაგრძელოთ — სწორედ ამას არის ეს კლუბი მიჩვეული.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მადრიდში „მანჩესტერ სიტიდან“ გადაბარგდა, სადაც ცხრა სეზონი გაატარა. ინგლისურ კლუბში მან 460 მატჩი, 76 გოლი და 77 საგოლე გადაცემა დააგროვა. „სიტისთან“ ერთად მან ექვსჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები