ჟოზე მოურინიო, ვინისიუს ჟუნიორი, ჯანლუკა პრესტიანი
Aa
Aa

რა მოხდა ვინისიუსსა და პრესტიანს შორის - მოურინიომ ცნობილი კონფლიქტი გაიხსენა

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვინისიუს ჟუნიორისა და „ბენფიკას“ ნახევარმცველის, ჯანლუკა პრესტიანის კონფლიქტზე ისაუბრა.

- „ბენფიკასთან“ კონფლიქტი თქვენთვის დელიკატური საკითხი იყო. მასში ჩართული იყო თქვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვინისიუსი და რასიზმის პრობლემა...

- დიახ, მაგრამ პასუხი ძალიან მარტივია: პრესტიანი ჩემი ფეხბურთელი იყო და სულ ეს არის. თუ პრესტიანი ჩემი მოთამაშეა, მაშინ... კიდევ 20 ფეხბურთელიც რომ მოვიდეს, მე მაინც პრესტიანის დავუჭერ მხარს, ყველაფერი მარტივია.

„ვფიქრობ, ვინის ესმის, ახლა ვის მხარეზე ვარ და იცის, რომ შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს და რომ მე მას დავიცავ. ამასწინათ, როცა მის წინააღმდეგ აშკარა პენალტი არ დანიშნეს, როგორც „ბერნაბეუზე“, მე უკვე მოედნის ცენტრში ვიყავი და მისთვის ვიბრძოდი, მან იცის, რომ მე მის მხარეს ვიქნები“.

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის 1/8 ფინალში გასასვლელად „რეალსა“ და „ბენფიკას“ შორის გამართულ პირველ ფლეი-ოფის მატჩში ვინისიუსმა მსაჯს, ფრანსუა ლეტექსიეს უთხრა, რომ პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა, თან ამ დროს პირი მაისურით დაიფარა. არბიტრმა უეფას ანტირასისტული და ანტიდისკრიმინაციული პროტოკოლი აამოქმედა, რის შემდეგაც მატჩი დაახლოებით ათი წუთით შეწყდა.

„არწივების“ ფეხბურთელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უეფამ ჯანლუკას ევროთასებზე 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა „ჰომოფობიური“ შეურაცხყოფისთვის. აქედან 3 მატჩი პირობითია, ორწლიანი გამოსაცდელი ვადით.

თამაშის შემდეგ მოურინიომ კონფლიქტზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ერთმა ერთი რამ მითხრა, მეორემ - სხვა. გოლის შემდეგ ვინი „რეალის“ ფეხბურთელების ხელში უნდა ყოფილიყო და 60-ათასიან ბრბოსთან არ უნდა ეჩხუბა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენჯერმე ვესაუბრე, მისმა ყოყმანმა ეჭვი გამიჩინა“ - მოურინიო როდრიზე
„რამდენჯერმე ვესაუბრე, მისმა ყოყმანმა ეჭვი გამიჩინა“ - მოურინიო როდრიზე