მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

მუდრიკის სასჯელის ვადა გაირკვა - ფეხბურთელი გასაჩივრებას გეგმავს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიხაილო მუდრიკი 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი დოპინგ-სკანდალში 2024 წლის ნოემბერში გაეხვა და მას შემდეგ ფეხბურთი აღარ უთამაშია. როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიღებულ სასჯელს არ ეთანხმებიან და ვერდიქტს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

წელიწადნახევრის წინ, მუდრიკი ერთ-ერთი სანაკრებო მატჩის შემდეგ დოპინგზე შეამოწმეს, ტესტებმა კი აკრძალული პრეპარატების ნუსხაში მყოფ მელდონიუმზე დადებითი შედეგი აჩვენა. მაშინ როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებდა, მუხლის არეში დისკომფორტს განიცდიდა, რის გამოც უკრაინის ეროვნული გუნდის ფიზიოთერაპევტმა ძროხისგან მიღებული ღეროვანი უჯრედების შრატი გაუკეთა, რაც როგორც ჩანს მელდონიუმს შეიცავდა.

ცნობისათვის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ მუდრიკისთვის დაწესებული 4-წლიანი სასჯელი მსგავსი შემთხვევების დროს დისკვალიფიკაციის მაქსიმალური ვადაა და თუ აპელაციამაც შედეგი ვერ გამოიღო, უკრაინელი შემტევი მოედანს 2028 წლის ნოემბრამდე ვერ დაუბრუნდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუდრიკი შესაძლოა ბეშიქთაშში გადავიდეს
მუდრიკი შესაძლოა ბეშიქთაშში გადავიდეს