ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლებეფი, რობსონი და სხვები | რას ამბობენ ცნობილი ფეხბურთელები ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, დუბლი მიითვალა და ყოფილი მოთამაშეების ქება დაიმსახურა.

ფრანკ ლებეფი: „რთულია ერთი ფეხბურთელი გამოვარჩიოთ, მაგრამ საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მომწონს. ეს ბიჭი განსხვავებას ქმნის. მნიშვნელოვანი გოლები გააქვს და სწორედ ამიტომ ვაყენებ პირველ ადგილზე.“

სტიუარტ რობსონი: „მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შეგვიძლია, მაიკლ ოლისე დავასახელოთ. როდესაც ოლისე ბურთს იღებდა, ყოველთვის მომენტს ქმნიდა, თუმცა შეგვიძლია, იგივე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ვთქვათ. ის საკუთარ მეურვეს მთელი მატჩის განმავლობაში სცდებოდა და შეტევაში ბევრი საოცარი რამ ვნახეთ.“

ალი მაკკოისტი: „მაიკლ ოლისემ შესანიშნავად ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიაც ბრწყინვალე იყო. ხარისხი, რომელიც მან შეტევაში აჩვენა, საოცარი გახლდათ. რა გოლი გაიტანა! მისი პირველი გოლი ძალიან მაგარი იყო.“

რეი პარლური: „ფიზიკურად ძალიან ძლიერია. დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებს და ზუსტად იმას აკეთებს, რასაც გარემარბისგან ელოდები. როდესაც ბურთი აქვს, ფანტასტიკური ხარისხით გამოირჩევა.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო შეხვედრა მიუნხენში გაიმართება. მატჩი ექვს მაისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„6 თვე ვაკრიტიკებდი, აღარასდროს გავაკრიტიკებ“ | ცნობილი კომენტატორი კვარაზე
„6 თვე ვაკრიტიკებდი, აღარასდროს გავაკრიტიკებ“ | ცნობილი კომენტატორი კვარაზე