სექსი, სკანდალები და ღალატი: რომარიო - ფეხბურთელი, რომელიც პელესაც კი დაუპირისპირდა
ბრაზილიელი ლეგენდა რომარიო ცნობილი მექალთანეა. მისი ერთ-ერთი თანაგუნდელის სიტყვებით: „რომარიო მხოლოდ ორი რამით იყო დაინტერესებული: ფეხბურთით და სექსით.“
ფეხბურთელის ისტორია რიოს საშიშ ფაველებში იწყება, სადაც ახალგაზრდა რომარიოს მაწანწალა ძაღლების ხროვა დაესხა თავს და დაგლიჯა.
1985 წელს, ის ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ სახლში გაუშვეს მას შემდეგ, რაც მწვრთნელებმა შეამჩნიეს, თუ როგორ შარდავდა სასტუმროს აივნიდან.

მალე რომარიო რიოს გუნდის, „ვასკო და გამას" ყურადღების ცენტრში მოექცა და არა მხოლოდ.
1988 წელს ის პირდაპირ კლუბის მოედანზე დაქორწინდა თავის 17 წლის საცოლეზე, ქორწილი კი ბრაზილიური ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. წყვილი ერთმანეთს შეხვდნენ, როცა გოგონა 13 წლის იყო.
ჰოლანდიაში, პსვ-ში გატარებული 5 წლის შემდეგ, „ბარსელონა" ფულს არ იშურებს რომარიოს „კამპ ნოუზე" გადასაყვანად და ისიც მალევე ახდენს შთაბეჭდილებას – მოედნიდან აძევებენ დიეგო სიმეონესთვის სახეში მუშტის დარტყმის გამო.
1999 წელს, მან თავის ბოსს, იოჰან კრუიფს სთხოვა, რომ ბრაზილიაში კარნავალზე გაეშვა. ნიდერლანდელი სპეციალისტი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით. კრუიფმა თავის ვარსკვლავ თავდამსხმელთან გარიგება დადო: თუ ის მეორე დღეს ორ გოლს გაიტანდა, ბრაზილიაში წასვლას შეძლებდა.
თამაშის დაწყებიდან 20 წუთში, რომარიომ მეორე გოლს გაიტანა, სათადარიგოთა სკამისკენ შეტრიალდა და შეცვლა ითხოვა. როცა კრუიფმა ჰკითხა, რა ხდებოდა, რომარიომ თვალი ჩაუპაჭუნა და უთხრა: „მწვრთნელო, ჩემი თვითმფრინავი ერთ საათში მიფრინავს“.

1999 წელს, მამამისი რიოს განგსტერებმა გაიტაცეს და გამოსასყიდად 7 მილიონი დოლარი მოითხოვეს.
მაგრამ რომარიოს ძველმა ძმაკაცებმა ფაველიდან გამტაცებლების სამალავის ადგილსამყოფელი გაამჟღავნეს. შეიარაღებულმა პოლიციამ კი განგსტერების ბუნაგი შტურმით აიღო და რომარიოს მამა გაათავისუფლეს.

როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დრო დგებოდა, რომარიო თავისი ქვეყნის ნამდვილი ვარსკვლავი ხდებოდა. მან მწვრთნელებსაც კი დაუწყო რჩევების მიცემა და მოითხოვდა, რომ მენეჯერს მისი ძველი მეგობარი, ედმუნდო აეყვანა. როდესაც ბრაზილიის ლეგენდამ, პელემ მას უთხრა: „აცადე მწვრთნელებს მწვრთნელობა“, რომარიომ პელეს გონებრივად ჩამორჩენილი უწოდა.

მთავარი მწვრთნელმა უარს თქვა რომარიოს მოთხოვნების მორჩილებაზე და მის ნაცვლად ბებეტო აირჩია. გაცოფებული რომარიომ უარი თქვა თვითმფრინავში ბებეტოს გვერდით დაჯდომაზე, მაგრამ გოლებს მოწყურებული წყვილი ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფამდე გაუძღვა, მოგვიანებით რომარიომ თავისი წარმატების საიდუმლოს გაამხილა.
მან თქვა: „კარგ თავდამსხმელებს გოლების გატანა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა მატჩის წინა ღამით კარგი სექსი აქვთ“.
რომარიოს მტკიცებით, რომ სექსში გატარებულმა უძილო ღამემ მისცა შთაგონება მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ დროს მისი ცოლი გუნდის სასტუმროს სიახლოვესაც კი არ ყოფილა, რის გამოც ის ქმარს გაეყარა.

მსოფლიო ჩემპიონატის დიდებით მთვრალი რომარიო ხანგრძლივ გართობაში გადაეშვა. მან დატოვა „ბარსა" და შეუერთდა „ვალენსიას", სადაც მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მას დაუპირისპირდა მისი გაუჩერებელი წვეულებების გამო.
როდესაც სცენაზე რონალდო გამოჩნდა, რომარიოს შეეშინდა, რომ ის ბრაზილიის ნაკრებში მის ადგილს დაიკავებდა. ამიტომ ის არწმუნებდა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ ბრაზილიის საწვრთნელი ბაზა დატოვოს და ვარჯიშის წინ, გასართობად წაიყვანა.
ამან არ გაჭრა.
რომარიო მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადიდან ამოაგდეს და ის რიოში დაბრუნდა, სადაც სულ უფრო არაადეკვატური გახდა.

2003 წელს, "ფლუმინენსეს" გულშემატკივარმა მოედანზე ცოცხალი წიწილების სროლა დაიწყო და რომარიოს შეურაცხყოფა მიაყენა. ამით განრისხებული რომარიო მას თავს დაესხა, რის გამოც ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დრამა კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. რომარიო ბრაზილიის სენატორად აირჩიეს. ამ პერიოდში ის მესამე ცოლი გაშორდა, შემდეგ კი თავისი ქალიშვილის მეგობართან, 19 წლის ამერიკელ მომღერალ დიქსი პრატთან გააბა რომანი - ის დაბადებულიც კი არ იყო, როდესაც რომარიომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ 60 წელი შეუსრულდა, რომარიო შენელების არანაირ ნიშანს არ ავლენს. ცოტა ხნის წინ ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის 25 წლის სტუდენტს ხვდებოდა.
თუმცა გოგონამ ყოფილ ფეხბურთელთან ახლახან დაასრულა ურთიერთობა. რატომ? იმიტომ, რომ რომარიომ მის საუკეთესო მეგობართან უღალატა.
