„გადამწყვეტი როლი ითამაშა“ - ლიზარაზუ კვარაცხელიას აქებს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ L’Equipe-თან ინტერვიუში პსჟ-ჩელსის მატჩი შეაფასა და პარიზელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
რა თქვა ლიზარაზუმ:
„ამ მატჩმა აჩვენა, რომ პსჟ-ს უდიდესი შემტევი პოტენციალი აქვს. მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც მოედანზე შესვლისას უკმაყოფილების არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა.
პირიქით, ხვიჩას ყველაზე სწორი რეაქცია ჰქონდა და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ პსჟ-მა შემდეგ ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა“.
ცნობისთვის, ბიქსენტ ლიზარაზუს ბორდოში, ბილბაოში, ბაიერნსა და მარსელში უთამაშია, საფრანგეთის ნაკრების მაისური კი 97-ჯერ მოირგო და 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 2000 წელს - ევროპის ჩემპიონატი, 2001 და 2003 წლებში კი კონფედერაციების თასი მოიგო.