გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

„რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა“ - მიქაუტაძე ალავესთან ვერ ითამაშებს?

ხვალ, ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, ხვალინდელი შეხვედრა გამოტოვოს, ამის მიზეზი კი მცირე დაზიანებაა, რის გამოც ქართველმა შემტევმა გუნდის ბოლო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა.

რას ამბობს მარსელინო:

„შემადგენლობაზე ჯერ არ მიფიქრია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგ მოთამაშეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. არა მხოლოდ პაუს, არამედ გიორგისაც, რომელმაც რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. ასე რომ, დღეს ყველა ერთად ვივარჯიშებთ, სიტუაციას შევაფასებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.“

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 22 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ თებერვალში, ქართველი შემტევი 4 გატანილი გოლის შემდეგ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

27 ტურის შემდეგ, „ვილიარეალი“ სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. „ალავესისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 13 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონს ლივერპულში დარჩენა სურს“ - რა ელის მამარდაშვილს?
„ალისონს ლივერპულში დარჩენა სურს“ - რა ელის მამარდაშვილს?