„ალისონს ლივერპულში დარჩენა სურს“ - რა ელის მამარდაშვილს?
გავლენიანი სატრანსფერო ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო თავის იუთუბ არხზე ალისონ ბეკერის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბრაზილიელ მეკარეს „ლივერპულში“ დარჩენა სურს.
რას ამბობს რომანო:
„ალისონის გარემოცვიდან მიღებული შეტყობინება ასეთია: ფეხბურთელს ნამდვილად სურს „ლივერპულში“ დარჩენა.
მას უნდა, რომ ბოლომდე ამოწუროს კონტრაქტი „ლივერპულთან“ – მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი, 2027 წლის ივნისამდე – და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე. თუმცა, სეზონის ბოლოს უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს. როდესაც კლუბი შეაჯამებს სეზონს, შეაფასებს მოთამაშეებს, მწვრთნელსა და ყველა ჩართულ პირს, ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მეკარესთან დაკავშირებით.
„იუვენტუსი“ და „ინტერი“ ახალ მეკარეს ეძებენ, ამიტომ ალისონი მათთვის საინტერესო ვარიანტი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ მომენტისთვის ალისონის სურვილი ნათელია: მას „ლივერპულში“ გაგრძელება სურს.“
იმ შემთხვევაში, თუ ალისონ ბეკერი მომავალი სეზონისთვის კვლავ მერსისაიდში დარჩენას გადაწყვეტს, დიდი შანსია, რომ გიორგი მამარდაშვილი იჯარის წესით რომელიმე სხვა გუნდში ვიხილოთ. ბოლო პერიოდში რამდენიმე გავლენიან სააგენტოში „ვალენსიას“ ინტერესის შესახებაც დაიწერა, მაგრამ ყველაფერი ალბათ, ალისონის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.