ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუმ სეზონი გამარჯვებით დაიწყო | ჰაიდენჰაიმმა ბალინგერი გაანადგურა

გერმანიის საფეხბურთო თასის 2025-26 წლების სეზონის 1/32-ფინალში „ბალინგერი’’ (რანგით მე-4 ლიგის კლუბი) შინ „ჰაიდენჰაიმთან’’ 0:5 დამარცხდა.

„ჰაინდეჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტო 11-ეულში შეუცვლელად ათამაშა. მატჩის დასაწყისში, როცა ანგარიში 0:0 იყო, ქართველი ფორვარდი გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მეკარემ აუღო, ბურთი კუთხურზე მოიგერია. 58-ე წუთზე ბუდუმ თანაგუნდელი სირლორდ კონტე მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გოლი არც ამჯერად გავიდა, დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. გატანილ გოლებში ქართველ ფორვარდს მონაწილეობა არ მიუღია.

 

31 წლის ქართველი ფორვარდი გასულ ზამთარში მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუედან’’ ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმში’’ გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმი’’ „ვოლფსბურგს’’ მიიღებს (23 აგვისტო).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ი ორ მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
16 აგვისტოს სატრანსფერო ზონა