შოთა არველაძე
Aa
Aa

სახლში კვლავ ვერ მოიგეს | არველაძის გუნდის მე-7 მარცხი სეზონში

თურქეთის სუპერ ლიგის მე-14 ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა’’ შინ ნური შაჰინის გაწვრთნილ „ბაშაქშეჰირთან’’ 1:3 დამარცხდა. 26-ე წუთზე სტუმართა უზბეკმა შემტევმა აბოსბეკ ფაიზულაევმა ჯარიმიდან გაიტანა. 45-ე წუთზე მაროკოელმა ამინე ჰარიტმა შეაგდო. 75-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:2 იყო, სტუმრები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 79-ე წუთზე აროუზის გოლით „ქასიმფაშამ’’ სხვაობა შეამცირა, თუმცა მე-7 დამატებულ წუთზე შომუროდოვმა გაიტანა და სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.

შოთა არველაძის კომენტარი მატჩის შემდეგ: „ბაშაქშეჰირი“ ბურთს დიდხანს აკონტროლებს. ამიტომ წინ პრესინგზე გავაკეთეთ აქცენტი. გავრისკეთ და უკან სივრცეები დავტოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონდა, შესვენებაზე 0:2-ს ვაგებდით. მეორე ტაიმში რეაქცია გვქონდა და თამაშში დავბრუნდით. გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ გოლების გატანა ვერ შევძელით. საბოლოოდ, ვერ მოვიგეთ. მეტოქე გუნდს ვულოცავ გამარჯვებას''.

არველაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში 14-დან 3 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 7 დათმო. საინტერესოა რომ გუნდმა სამივე მატჩი სტუმრად მოიგო, ჯერ სახლში 3 ქულა არ აუღია. საკუთარ მოედანზე 13-დან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს.

18-გუნდიან ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ „ქასიმფაშა’’ 13 ქულით მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 დეკემბერს „ქოჯაელს'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლოადგილოსანმა 3:0 დაამარცხა | ლოჩოშვილი მეორე გოლისას შეცდა
ბოლოადგილოსანმა 3:0 დაამარცხა | ლოჩოშვილი მეორე გოლისას შეცდა