სეზონის საუკეთესო სტარტი კარიერაში | კიტეიშვილმა რიდთან დუბლი შეასრულა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში „რიდი’’ შინ გრაცის „შტურმს’’ ამარცხებდა, მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა შესვენებამდე ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა, მის გოლებს შორის შოტლანდიელმა მაქს ჯონსტონმა შეაგდო. ტაიმი „შტურმმა’’ 1:3 მოიგო და საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი 87-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარ კიტეიშვილმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. კარიერაში სეზონის ასეთი შედეგიანი სტარტი არასდროს ჰქონია. მან 4-ვე მატჩში გოლი გაიტანა (3 - ავსტრიის ბუნდესლიგა, 1 - ავსტრიის თასი). 4-დან ერთ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, მის აქტივში 1 საგოლე პასია. მოკლედ, ოთხ შეხვედრაში 6 საგოლე მოქმედება დააგროვა (5 გოლი და 1 საგოლე პასი).
გასული სეზონის შემდეგ კიტეიშვილი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებს დაუკავშირეს. CrystalSport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბში რჩება, სადაც 2018 წლიდან თამაშობს. ბოლო ორ სეზონში კიტეიშვილმა „შტურმის'' ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ითამაშა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.
„შტურმთან'' კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.