„უკეთ თამაში შემიძლია“ | ზურიკო დავითაშვილის პრესკონფერენცია
„სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასზე, „ნიცას“ წინააღმდეგ გამართავს. „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა პრესკონფერენცია გამართა და მას ზურიკო დავითაშვილი ახლდა.
„ნიცას რთული პერიოდი უდგას, რაც ფეხბურთში ჩვეულებრივი მოვლენაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი ლიგა 1-ის წარმომადგენელ კლუბს ეხება. საფრანგეთის თასი არის ტურნირი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ელიტარული დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.
პირადად ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, სეზონის სტარტი ოდნავ რთული იყო, ახლა კი ყველაფერი უკეთესადაა. 8 გოლი გავიტანე, რაც მშვენიერი შედეგია, თუმცა მიმაჩნია, რომ უკეთ თამაში შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამომივიდეს.“
ცნობისთვის, „სენტ-ეტიენისა“ და „ნიცას“ მატჩი 21 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით, 17:45-ზე დაიწყება და „მწვანეები“ სტუმრად ითამაშებენ.