ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Guardian, საკუთარ ვებგვერდზე ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს და მსოფლიოს საუკეთესო 100 ფეხბურთელს ასახელებს. წლევანდელ ტოპ 100-ში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და The Guardian-მა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბს მე-14 პოზიცია მიაკუთვნა.

„ბევრი მიზეზის გამო, ხვიჩა კვარაცხელია საერთოდ არ ჰგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც პარი სენ-ჟერმენი „ბლინგ-ბლინგ“-ის (პერიოდი, როდესაც კლუბი სუპერვარსკვლავებს იფორმებდა, რათა საფეხბურთო პროექტთან ერთად ბრენდის ცნობადობა გაეზარდა — მესი, მბაპე, ნეიმარი) ეპოქაში იფორმებდა. ქართველი ფეხბურთელი გუნდს იანვარში, დიდი თანხის სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ გამოირჩევა თავდაუზოგავობით, რაც მის წინამორბედებს ნამდვილად აკლდათ.

ბურთის გარეშე ყოფნისას ის თავდაუზოგავად შრომობს, რაც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პლეი-ოფში ძალიან კარგად გამოჩნდა. ქართველი ფეხბურთელი დაცვაში ხშირად ჩადიოდა და „პარი სენ-ჟერმენს“ ბურთს უბრუნებდა. გარდა ამისა, მესის, ნეიმარისა და მბაპეს მსგავსად, მას აქვს უნარი, ერთი მოქმედებით მატჩის ბედი შეცვალოს. მაშინ, როდესაც MNM-ს (მესი, ნეიმარი, მბაპე) დიდ სცენაზე ხშირად არაფერი გამოსდიოდა, კვარაცხელია საუკეთესო თამაშს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისას აჩვენებდა“, — წერს The Guardian-ი.

ცნობისთვის, კვარაცხელია დეკლან რაისს, დეზირე დუეს, ჟოაუ ნევეშს, ჯუდ ბელინგემს, სკოტ მაკტომინეის, ლაუტარო მარტინესს, მაიკლ ოლისეს, ვინისიუს ჟუნიორს, ვირჯილ ვან დეიკს და სხვა სუპერვარსკვლავებს უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Globe Soccer Award - კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო შემტევის წოდებისთვის იბრძოლებს
Globe Soccer Award - კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო შემტევის წოდებისთვის იბრძოლებს