ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, რაფინია დიასი, ვიტინია, ლამინ იამალი
Aa
Aa

Globe Soccer Award - კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო შემტევის წოდებისთვის იბრძოლებს

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Award-ის დაჯილდოებაზე, 2025 წლის საუკეთესო თავდამსხმელის ნომინანტთა სიის ხუთეულში მოხვდა.

Globe Soccer Award-მა ხუთეული ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც გვხვდება და მის გარდა, ხუთეულში უსმან დემბელე, კილიან მბაპე, რაფინია და ლამინ იამალი არიან.

ამის გარდა, ქართველი შემტევი 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც იბრძოდა. დეკემბრის დასაწყისში Globe Soccer Awards-მა ხვიჩა ნომინანტთა სიაში შეიყვანა, თუმცა დღეს გავრცელებულ ხუთეულში 24 წლის ფეხბურთელი აღარ გვხვდება. სიაში კი უსმან დემბელე, კილიან მბაპე, რაფინია, ვიტინია და ლამინ იამალი არიან.

Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება 28 დეკემბერს, დუბაიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ენერგიული იყო, პარადოქსული ტაიმი ჰქონდა“, - ფრანგული პრესა კვარაზე
„ძალიან ენერგიული იყო, პარადოქსული ტაიმი ჰქონდა“, - ფრანგული პრესა კვარაზე