„მაინც მეზიზღება“ | პიმბლეტის პასუხი თოფურიას
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, ილია თოფურიას კომენტარს უპასუხა. „ბედიმ“ ინტერვიუ Independent-ს მისცა და განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია.
„ილია თოფურია ისევ მეზიზღება და ვიცი, რომ მასაც ვეზიზღები. ილია არ მომწონს, მასაც არ მოვწონვარ და გვინდა, ერთმანეთი მაგრად ვცემოთ, მაგრამ ამას ოქტაგონში გავაკეთებთ.
ოჯახი საერთოდ სხვა ამბავია. სხვის ოჯახზე საჯაროდ არასდროს ვსაუბრობ და ვიცი, რომ არც ილია ილაპარაკებს ჩემს ოჯახზე საჯაროდ. ჩვენ კოლბი კოვინგტონისნაირი ნაგავი ადამიანები არ ვართ. თოფურიას შეუძლია ჩემზე ყველაფერი თქვას — შეუძლია, ქერათმიანი ძუკნა მიწოდოს, მე კი შემიძლია, ჯუჯა სოსისი დავუძახო. ეს ოჯახური შეურაცხყოფა არ არის, ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.“
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პიმბლეტმა ილიას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. პედი მომდევნო ბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს და 25 იანვარს მას დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება.