New Vision Cup 2025 უკრაინულმა „ჩერკასიმ“ მოიგო
Aa
Aa

New Vision Cup 2025 უკრაინულმა „ჩერკასიმ“ მოიგო

New Vision Cup 2025 „ჩერკასის“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში უკრაინულმა კლუბმა „ინტერ აკადემია“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა.

აღსანიშნავია რომ შეჯიბრის პირველი თამაშიც ამ გუნდებს შორის შედგა. პირველ ტურში ფრე 2-2 დაფიქსირდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, „იბერია 1999-მა“ აზერბაიჯანულ „საბაჰს“ 1-0 სძლია. მეხუთე ადგილი დაიკავა სტამბულის „ბაშაქშეჰირმა“, მეექვსე კი ლატვიის ერ-ეფ-ესმა.

ნიუ-ვიჟენის თასი, რომელშიც 17 წლამდე ფეხბურთელები თამაშობდნენ, ამ ფორმატით პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა ხუთი ქვეყნის ექვსმა გუნდმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და საფონოვის გმირობა - პსჟ-მ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო
კვარას გოლი და საფონოვის გმირობა - პსჟ-მ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო