ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი, უსმან დემბელე, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

Equipe-მა ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა

ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა.

ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ერლინგ ჰოლანდი - 2 630 000 ევრო თვეში; მოჰამედ სალაჰი - 2 000 000 ევრო; კაზემირო/ვირჯილ ვან დაიკი - 1 750 000 ევრო; ბრუნუ ფერნანდეში/ბუკაიო საკა - 1 500 000 ევრო. პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები პეპ გუარდიოლა (1 920 000 ევრო), მიკელ არტეტა (1 250 000 ევრო) და უნაი ემერი (770 000 ევრო) არიან.

ლა ლიგა: კილიან მბაპე/ვინისიუს ჟუნიორი - 2 670 000 ევრო ; დავიდ ალაბა - 1 880 000 ევრო; რობერტ ლევანდოვსკი - 1 730 000 ევრო; ჯუდ ბელინგემი/იან ობლაკი - 1 670 000 ევრო. ლა ლიგის მწვრთნელებს რაც შეეხება, ტოპ-3 ასე გამოიყურება: დიეგო სიმეონე - 2 170 000 ევრო, ჰანსი ფლიკი - 910 000 ევრო, ალვარო არბელოა - 580 000 ევრო.

ბუნდესლიგა: ჰარი კეინი/ჯამალ მუსიალა - 2 100 000 ევრო, მანუელ ნოიერი - 1 750 000 ევრო, იოზუა კიმიხი/დაიო უპამეკანო - 1 660 000 ევრო. მწვრთნელების ტოპ 3: ვენსან კომპანი - 1 000 000 ევრო, ნიკო კოვაჩი/კასპერ იულმანი - 330 000 ევრო.

სერია ა: დუშან ვლაჰოვიჩი - 1 850 000 ევრო, ლაუტარო მარტინესი - 1 390 000 ევრო, პაულო დიბალა - 1 080 000 ევრო, ნიკოლო ბარელა - 1 000 000 ევრო, ჰაკან ჩალჰანოღლუ/ჯონათან დევიდი/კევინ დე ბრუინი - 930 000 ევრო. მწვრთნელებს რაც შეეხება, ტოპ-3 ასე გამოიყურება: ანტონიო კონტე - 1 300 000 ევრო, მასიმილიანო ალეგრი/ჯან პიერო გასპერინი - 800 000 ევრო.

საფრანგეთის ლიგა 1: უსმან დემბელე - 1 500 000 ევრო, მარკინიოსი - 1 120 000 ევრო, აშრაფ ჰაკიმი/ლუკა ერნანდესი - 1 100 000 ევრო, უორენ ზაირ-ემერი - 950 000 ევრო. მწვრთნელების ტოპ 3: ლუის ენრიკე - 1 000 000 ევრო, პაულო ფონსეკა - 350 000 ევრო, ჰაბიბ ბეიე - 230 000 ევრო.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიტინია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მე-6 ადგილს იყოფენ. მათი ყოველთვიური ხელფასი 900 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი: სტადიონზე რელიგიის ხუმრობის საგნად გამოყენება მიუღებელია
იამალი: სტადიონზე რელიგიის ხუმრობის საგნად გამოყენება მიუღებელია