თორნიკე შენგელია
Aa
Aa

გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო - შენგელია პარიზთან ვერ ითამაშებს

ევროლიგის მორიგ ტურში ბარსელონა სტუმრად პარიზს დაუპირისპირდება. ესპანური მედია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ბარსელონას საფრანგეთში გუნდის ერთ-ერთ ლიდერი თორნიკე შენგელია ვერ გაყვა. ამის მიზეზი საზარდულის ტრავმაა, რის გამოც მან ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მანრესასთან ვერ ითამაშა.

ქართველმა კალათბურთელმა ბარსელონას ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა, რამაც მთავარ მწვრთნელს მისი განაცხადს მიღმა დატოვება აიძულა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი ევროლიგაზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. შენგელიას გუნდს 15 ტურის შემდეგ, 10 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. სატურნირო ცხრილში კი მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე ყოველთვის ყველაზე პატარა ვიყავი“ - 160 სმ სიმაღლის მაგსი ბოგზის გზა NBA-ს ვარსკვლავობამდე
„მე ყოველთვის ყველაზე პატარა ვიყავი“ - 160 სმ სიმაღლის მაგსი ბოგზის გზა NBA-ს ვარსკვლავობამდე