25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია | NBA-მ პოლ ჯორჯი დასაჯა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ფორვარდი პოლ ჯორჯი ანტინარკოტიკული პოლიტიკის დარღვევისთვის 25-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მისაუბრია მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, ხოლო საკუთარი პრობლემის მკურნალობისას დავუშვი შეცდომა, როდესაც არასათანადო პრეპარატი გამოვიყენე.
სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქმედებებისთვის და ბოდიშს ვუხდი „ფილადელფიას“, ჩემს თანაგუნდელებსა და „სიქსერსის“ გულშემატკივრებს“.
მიმდინარე სეზონში პოლ ჯორჯმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 35 წლის ფორვარდი საშუალოდ 16 ქულას, 5.2 მოხსნას, 3.7 შედეგიან გადაცემასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებს.
აქვე გეტყვით, რომ ჯორჯს 9-ჯერ უთამაშია „ყველა ვარსკვლავის მატჩში“, 2016 წელს კი აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის „ინდიანა პეისერსის“, „ოკლაჰომა სითი ტანდერის“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ღირსებას იცავდა, 2024 წლიდან კი „ფილადელფიაში“ ასპარეზობს.