ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

დაბრუნებისთანავე რეკორდი - იოკიჩის ისტორიული მაჩვენებელი

ნიკოლა იოკიჩის ფენომენალური შესაძლებლობების შესახებ გულშემატკივარი თითქმის ყველა იმ მატჩის ყურებისას რწმუნდება, რომელშიც მონაწილეობას სერბი კალათბურთელი იღებს. „დენვერის“ ლიდერს უკანასკნელი 16 შეხვედრის გამოტოვება მოუწია, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმა გახლდათ. წესით და რიგით, ამხელა პაუზის შემდეგ ნებისმიერ მოთამაშეს ოპტიმალური კონდიციების აღსადგენად გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა „ნაგეტსის“ ვარსკვლავზე ეს ყველაფერი არ მოქმედებს.

„კლიპერსთან“ (122:109) მოგებულ შეხვედრაში იოკიჩმა NBA-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გამოჯანმრთელებულია, სერბს მხოლოდ 24,5 წუთი მიეცა პარკეტზე გატარების საშუალება და მიუხედავად ამისა 31 ქულის, 12 მოხსნისა და 5 ასისტის დაგროვება მაინც მოასწრო. შედეგად, ნიკოლა გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც 25 წუთზე ნაკლებ დროში 30-ზე მეტი ქულის, 10-ზე მეტი მოხსნისა და მინიმუმ 5 პასის გაკეთება შეძლო.

ცნობისათვის, „დენვერის“ 30 წლის სერბი კალათბურთელი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 29,7 ქულას, 12,2 მოხსნასა და 10,8 ასისტს აგროვებს, რაც მართლაც ფენომენალური მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა დონჩიჩის ისტორიული მატჩი | 46 ქულა და 11 პასი ჩიკაგოს წინააღმდეგ
ლუკა დონჩიჩის ისტორიული მატჩი | 46 ქულა და 11 პასი ჩიკაგოს წინააღმდეგ