ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„ჩემი შთაგონების წყარო იყავი და იქნები“ - ალკარასმა ჯოკოვიჩს მიმართა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარიერაში პირველად დამარცხდა. თუ წინა ათ შემთხვევაში ლეგენდარული სერბი მელბურნში ტიტულს იგებდა, ამჯერად კარლოს ალკარასის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ოთხ სეტში დამარცხდა. 22 წლის ესპანელისთვის ეს ჯამში კარიერაში 25-ე ტიტული იყო და მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მხოლოდ თავის დღევანდელ მეტოქეს ჯოკოვიჩს (101) ჩამორჩება. საოცარი მატჩის დასრულების შემდეგ ალკარასმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჯოკოვიჩი აპლოდისმენტებს იმსახურებს. ნოვაკ, შენ ამბობდი, რომ საოცარ რაღაცებს ვაკეთებ, მე კი გეტყვი, რომ იმას, რასაც შენ აკეთებ, ჩემთვის უპირველესი შთაგონების წყაროა. არამხოლოდ ჩემთვის და სხვა ჩოგბურთელებისთვის, არამედ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებისთვის. შენ სოლიდურ სპორტულ ასაკში ყველას მაგალითს გვაძლევ, თუ როგორ უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად წარმატების მისაღწევად. მსიამოვნებს როგორც შენს წინააღმდეგ თამაში, ასევე შენი მატჩების ყურება.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის წევრებს და ვუთხრა, რომ ეს ჯილდო მათ ეკუთვნით. წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა შრომა ჩავდეთ ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. ნოვაკი მართალია, უჩვეულოა ნადალის ტრიბუნაზე ხილვა. რაფა, მახსოვს, როდესაც 15 წლის ვიყავი, ჩემს მატჩებს ესწრებოდი, პროფესიულ დონეზე ჩემს ასპარეზობას კი ცოცხლად თავი მგონი პირველად მიადევნე. მიხარია აქ რომ ხარ და პატივია, შენს თვალწინ თამაში“.

ცნობისათვის, კარლოს ალკარასმა დიდი სლემის ტურნირებში რვა ფინალში იასპარეზა, საიდანაც შვიდი მოიგო და მხოლოდ ერთხელ, 2025 წელს დამარცხდა, როდესაც უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში იანიკ სინერმა აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალში“ - ჯოკოვიჩი ფინალის წაგების შემდეგ
“მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალში“ - ჯოკოვიჩი ფინალის წაგების შემდეგ