ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი დამარცხებულია - ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარლოს ალკარასი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა 4 სეტში 2:6 6:2 6:3 7:5 დაამარცხა.

ესპანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერული სლემი შეასრულა(22 წლის და 272 დღის).

კარლოსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც თავის ასაკში 7 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

რაც შეეხება ფინალს, ლეგენდარაულმა სერბმა საოცრად დაიწყო, მეტოქეს 2 ბრეიკი შეუსრულა და სეტი მოიგო.

მეორე სეტი პირველის ანარეკლი იყო, თუმცა იმ სხვაობით, რომ ორი ბრეიკი ამჯერად ალკარასმა შეასრულა.

მესამე სეტში კვლავ ესპანელი დომინირებდა და ორი ბრეიკის შედეგად სეტებს შორის დაწინაურდა.

მე-4 სეტი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი უნდა გვეხილა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში კარლოსის სასარგებლოდ 6:5 იყო, ბრეიკი შეასრულა და ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, ალკარასს კარიერაში 7 დიდი სლემი დაუგროვდა. 2 ამერიკის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი, 2 როლან გაროსი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. ამ მომენტისთვის, 22 წლის ესპანელი ATP რეიტინგს 13650 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები