თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას სუსტი მატჩი - ბარსა ზედიზედ მესამედ დამარცხდა

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ სერიოზული ჩავარდნა აქვს, რაზეც ბოლოდროინდელი შედეგებიც კარგად მეტყველებს. კატალონიელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს. „ლაგუნა ტენერიფესთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ განცდილი მარცხების შემდეგ, ხავი პასკუალის შეგირდებმა ლიგა ენდესას მე-18 ტურში სტუმრად „მურსიასთან“ შეხვედრა 83:84 დათმეს. 

სამწუხაროდ ძალიან სუსტი თამაში ჩაატარა „ბარსას“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან ოთხიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან ქულების დაგროვება ერთხელ სცადა, მაგრამ მისი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა. შენგელიას ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 12 მოგებითა და 6 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „რეალსა“ და „ვალენსიას“ ჩამორჩება. უსიამოვნო სერიის დასრულებას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები 3 თებერვალს შეეცდებიან, როდესაც ევროლიგაში „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SportsNet: ბითაძე შესაძლოა ნიქსში გადავიდეს
SportsNet: ბითაძე შესაძლოა ნიქსში გადავიდეს