ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი ტრავმირებულია - ცნობილია, რა პერიოდი გაუცდება ინგლისელს

ლა ლიგის 22-ე ტურში, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც მე-10 წუთზე იძულებით შეცვალეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინგლისელ ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა, რის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ მარცხენა ფეხის ნახევრადმყესოვანი კუნთის დაზიანება აქვს. მედიაში იწერება, რომ ასეთი ხარისხის ტრავმები ძირითადად, 2-დან 4 კვირამდე აღდგენის პერიოდს მოიცავს.

ამ პერიოდის განმავლობაში, 23 წლის ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. ბელინგემი ასევე ვერ ითამაშებს ვალენსიის, რეალ სოსიედადის და ოსასუნას წინააღმდეგ, მისი დაბრუნება კი მარტის პირველი რიცხვებიდან იგეგმება.

მადრიდის რეალმა დღევანდელი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 მოიგო. გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და კილიან მბაპემ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი დამატებით ტაიმებში - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის შტურმი თასიდან გავარდა
მარცხი დამატებით ტაიმებში - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის შტურმი თასიდან გავარდა