ოფიციალურად | ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჰანსი ფლიკმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. კატალონიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ გერმანელ სპეციალისტთან 2028 წლის ივნისამდე ითანამშრომლებს. ამასთან, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
„ბარსელონამ და ჰანსი ფლიკმა ხელშეკრულების განახლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც გერმანელი სპეციალისტი კლუბს საკუთარ მომავალს 2028 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს და კონტრაქტის კიდევ ერთი წლის გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
გერმანელმა მწვრთნელმა ახალ კონტრაქტს ხელი ამ ორშაბათს, კლუბის ოფისში მოაწერა. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ბარსელონას“ დირექტორი რაფა იუსტე, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ და სპორტული კომისიის წევრები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა,“ — ნათქვამია „ბლაუგრანას“ განცხადებაში.
Our future has a name. pic.twitter.com/Ws42vj13P2
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 18, 2026
ცნობისთვის, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფლიკმა მეორე სეზონი ჩაამთავრა. მან რვა შესაძლო ტიტულიდან ხუთი მოიგო: ორი ლა ლიგა, ორი ესპანეთის სუპერთასი და კოპა დელ რეი.