ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

პირველივე რაუნდში დაანოკაუტა | ფრენსის ნგანუს ბრწყინვალე გამარჯვება

Netflix-ზე MMA-ს პირველი ტურნირი შედგა, კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში Netflix-მა და ჯეიკ პოლის Most Valuable Promotions-მა (MVP) ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.

UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა ფრენსის ნგანუმ, რომელის მეტსახელი „მტაცებელია'', ფილიპ ლინსი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

39 წლის კამერუნელმა ფრენსის ნგანუმ MMA-ში 22-დან 19 ბრძოლა მოიგო, 3 დათმო.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში ფრენსისმა ბოლო ბრძოლა სირილ განის წინააღმდეგ გამართა და 5-რაუნდიან დაპირისპირებაში იმარჯვა. მან ორგანიზაცია 2023 წლის იანვარში დატოვა.

ფრენსის ნგანუ მიიჩნევს, რომ UFC-დან მისი წასვლის შემდეგ, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მისი შემდგომი კარიერისთვის ზიანის მისაყენებლად, ამ თემაზე მან მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა: „მას შემდეგ, რაც წამოვედი, ნუთუ ვერ ხედავთ, რის გაკეთებას ცდილობენ? ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრები და ნარატივებია, რომელთა წინ წამოწევასაც ისინი ცდილობენ. მათი მისია ყოველთვის იყო ფრენსისის განადგურება და მისთვის ზიანის მიყენება. დამისახელეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც მათგან წავიდა და შეძლო გამხდარიყო ვინმე მნიშვნელოვანი - თანაც ისე, რომ არსებითად ჩემპიონად რჩებოდა. მათგან ჩემპიონის სტატუსით არავინ წასულა, ამიტომაც სურთ ამ კარის დაკეტვა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელის მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა | რონდა როუზის წარმატებული დაბრუნება
ხელის მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა | რონდა როუზის წარმატებული დაბრუნება