ჰოლოუეისთან ბრძოლა თითქმის ჩანიშნულია - კონორს თავისი პირობები აქვს
UFC 329-ის მთავარი ორთაბრძოლა, რომელიც 11 ივლისს უნდა გაიმართოს, კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის შედგება - ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა New York Post-ი ავრცელებს. მოულოდნელობა მხოლოდ ის გახლავთ, რომ მათი დაპირისპირება არა მსუბუქ, არამედ ქვესაშუალო წონით დივიზიონში შედგება.
მხარეებმა ყველა უმნიშვნელო დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს და ყველაფერი ოფიციალურად სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გამოცხადდება. ბუნებრივია, პრესის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კონორზე კეთდება, რომელიც ოქტაგონს 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება და თავისი პირობებიც აქვს - როგორც აცხადებენ, მაკგრეგორს სურს, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება, მაქს ჰოლუეის არა ხუთი, არამედ სამი რაუნდი ეჩხუბოს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ბრძოლა კონორ მაკგრეგორმა 2021 წელს ჩაატარა და დასტინ პორიესთან დამარცხდა, ხოლო მაქს ჰოლოუეიმ რამდენიმე თვის წინ ჩარლზ ოლივეირასთან წააგო და BMF-ის ქამარი დაკარგა.