ცარუკიანი: დამზღვევად ყოფნა უსიამოვნოა, მაგრამ რას ვიზამთ, მზად ვარ
თეთრ სახლში გასამართ UFC-ის ტურნირზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის გამაერთიანებელი ბრძოლის დამზღვევად არმან ცარუკიანი გამოცხადდა.
ცარუკიანს ამასთან დაკავშირებით შერეული გრძნობები აქვს.
„დიახ, ეს დადასტურებულია, მაგრამ კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია. ერთი მხრივ, მიხარია - თუ რამე მოხდება, დამირეკავენ. შეცვლაზე რიგში პირველი ვარ და ამისთვის მზად ვიქნები. უკვე დიეტაზე ვარ და დიახ - სათადარიგოდ ყოფნა ყოველთვის ტეხავს, მაგრამ იძულებული ვარ ეს გავაკეთო“,
- განაცხადა სომეხმა მებრძოლმა JAXXON-ის პოდკასტში.
ამასთან, არმანი ბრძოლის გეგმის გამო არ ნერვიულობს, რადგან მისი ორივე პოტენციური მეტოქე „დამრტყმელია“.
„საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს, ისინი ხომ მოჭიდავეები არ არიან. ისინი დამრტყმელები არიან, ხომ ასეა? ერთი მოჭიდავე რომ ყოფილიყო, მეორე კი დამრტყმელი, მაშინ კი ბატონო - ორი სხვადასხვა სპარინგ-პარტნიორის ჩართვა მომიწევდა: ერთი დამრტყმელის და ერთი მოჭიდავის. მე კი მხოლოდ დამრტყმელი მჭირდება, რადგან ისინი ფეხებში არ შემოვლენ და პარტერში ჩემს გადაყვანას არ ეცდებიან“,
- დასძინა ცარუკიანმა.
თეთრ სახლში გასამართი UFC-ის ტურნირი 14 ივნისს გაიმართება, ხოლო 13 ივნისს არმან ცარუკიანს ტონი ფერგიუსონთან აქვს ჩანიშნული საჭიდაო მატჩი, რომელიც სენტ-ლუისში, RAF 10-ის ტურნირზე ჩატარდება.