მოდრიჩი მსოფლიოზე ითამაშებს | ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. დალიჩმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ეს შემადგენლობა საბოლოო არაა. მისი თქმით, არის შანსი ცვლილებები განხორციელდეს (თუ რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო) და სათადარიგოებმა მთავარ გუნდში მიიღონ ადგილი.
მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), დომინიკ კოტარსკი (კობენჰაგენი), ივორ პანდური (ჰალი).
მცველები: იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), დუიე ჩალეტა-ცარი (სოსიედადი), იოსიპ შუტალო (აიაქსი), იოსიპ სტანიშიჩი (ბაიერნი), მარინ პონგრაჩიჩი (ფიორენტინა), მარტინ ერლიჩი (მიდტიულანდი), ლუკა ვუშკოვიჩი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (მილანი), მატეო კოვაჩიჩი (მანჩესტერ სიტი), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო), ლუკა სუჩიჩი (სოსიედადი), მარტინ ბატურინა (კომო), კრისტიან იაკიჩი (აუგსბურგი), პეტარ სუჩიჩი (ინტერი), ნიკოლა მორო (ბოლონია), ტონი ფრუკი (რიეკა).
შემტევები: ივან პერიშიჩი (პსვ), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა), მარკო პაშალიჩი (ორლანდო სიტი), პეტარ მუსა (დალასი), იგორ მატანოვიჩი (ფრაიბურგი).
სათადარიგოები, რომლებმაც შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ჩაანაცვლონ: ლოვრო მაიერი (ვოლფსბურგი), ფრანიო ივანოვიჩი (ბენფიკა), დიონ დრენა ბელიო (დინამო ზაგრები), ივან სმოლჩიჩი (კომო), კარლო ლეტიცა (ლოზანა), ადრიან სეგეჩიჩი (პორტსმუთი), ლუკა სტოიკოვიჩი (დინამო ზაგრები).