„ღვიძლი განადგურებული მაქვს“ | ილიას სპარინგ-პარტნიორების კომენტარები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან გასამართი ორთაბრძოლისთვის ემზადება. „ელ მატადორმა“ YouTube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თოფურიას სპარინგ-პარტნიორებმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრეს.
„ილია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ხელით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და მის წინააღმდეგ ჩხუბი პირველივე კონტაქტიდან რთული იყო. საოცარი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, ეს ჩვენს დონეს მაღლა აწევს“, — განაცხადა მილოშ კრუკმა.
„ილიასთან სპარინგი საოცარი გამოცდილებაა. შანსი მოგვეცა, მისი მუშტების ძალა გვეგრძნო და სპარინგის შემდეგ ჩემი ღვიძლი განადგურებულია. მთელი სპარინგის განმავლობაში მისგან წნეხს ვგრძნობდი და ვფიქრობ, გეიჯის პირველ რაუნდში დააფინიშებს“, — აღნიშნა დამიან რჟეპეჩკიმ.
ცნობისთვის, ილიასა და გეიჯის ორთაბრძოლა UFC Freedom 250-ზე გაიმარტება, რომელსაც თბილისის დროით, 15 ივნისს ვიხილავთ. ბუკმეკერების აზრით, „ელ მატადორი“ აშკარა ფავორიტია და ამ მოსაზრებას მებრძოლთა დიდი ნაწილი იზიარებს.