ჟოზე მოურინიო, ბენფიკა
Aa
Aa

ბენფიკამ სეზონი წაგების გარეშე დაასრულა - არც ჩემპიონობა, არც ჩემპიონთა ლიგა

პორტუგალიის ჩემპიონატში საკმაოდ იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა. გუშინ, 2025/2026 წლების სეზონი დასრულდა და ლისაბონის ბენფიკა მეტად უცნაურ სიტუაციაში გაეხვა.

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი წაუგებლად დაასრულა. წესით, როცა გუნდი ასეთ შედეგს აფიქსირებს, ძირითადად ჩემპიონი ხდება, თუმცა ბენფიკამ ეს ვერ მოახერხა.

კიდევ უფრო უცნაური და გასაკვირი კი ის გახლავთ, რომ ლისაბონური გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

მოურინიოს გუნდმა 80 ქულა დააგროვა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემპიონი 88 ქულით პორტუ გახდა, ხოლო სპორტინგი 82 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიის ჩემპიონატიდან პირველი ორი გუნდი გადის. ბენფიკამ კი სეზონი 80 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურს იძლევა.

ბენფიკამ 34 მატჩიდან 23 მოიგო და 11 ფრედ დაასრულა. ეს გარკვეულწილად ისტორიული შედეგია, რადგან გუნდმა სეზონი წაგების გარეშე დაასრულა და ვერც ჩემპიონი გახდა და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროინდელი ინფორმაციებით, მოურინიო მომავალი სეზონიდან მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები