ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს სენტ-ეტიენთან ქომაგებს სტადიონზე არ შეუშვებენ? | ნიცას სასჯელი ელოდება

საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ მეტოქე „ნიცაა“. „მწვანეები“ პირველ შეხვედრას საშინაო მოედანზე, 26 მაისს გამართავენ, განმეორებით მატჩს კი 29 მაისს ვიხილავთ.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ნიცა“ „მეცს“ დაუპირისპირდა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე, 0:0 დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ „ნიცას“ ულტრასი გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ და ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის მისამართით პროტესტი გამოხატეს, რაც შესაძლოა, კლუბს ძვირად დაუჯდეს.

L’Équipe-ის ინფორმაციით, მომხდარის გამო, საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „ნიცას“ წარმომადგენლები დაიბარა და აპირებს, მათთან ეს საქმე განიხილოს. დიდი ალბათობით, ფრანგულ კლუბს დასჯიან და „სენტ-ეტიენთან“ საშინაო შეხვედრის ჩატარება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს.

„არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ თუ სცენარი ნიცას სასარგებლოდ არ განვითარდება, გულშემატკივრები მოედანზე კიდევ ერთხელ შეიჭრებიან. შესაძლოა მათ ეს მატჩის დასრულებამდეც კი გააკეთონ. ტრიბუნების ნაწილობრივი დაკეტვა, რაც ყველაზე დაუმორჩილებელ სექტორებს შეეხება, შესაძლო ვარიანტია, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ყველაზე აგრესიული გულშემატკივრები უბრალოდ სტადიონის სხვა სექტორებში გადაინაცვლებენ. სწორედ ამიტომ, დიდია ალბათობა, ქომაგებს მატჩზე დასწრების უფლება საერთოდ არ მისცენ“, — წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, „ნიცამ“ ლიგა 1-ის სეზონი 32 ქულით დაასრულა და ბოლო ოცი შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო. რაც შეეხება „სენტ-ეტიენს“ „მწვანეებმა“ ნახევარფინალში „როდეზი“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე გადაცემა | მესის რეკორდი და ინტერ მაიამის ისტორიული მოგება
გოლი და საგოლე გადაცემა | მესის რეკორდი და ინტერ მაიამის ისტორიული მოგება