SportsNet: ბითაძე შესაძლოა ნიქსში გადავიდეს
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ შესაძლოა კარიერა „ნიუ-იორკ ნიქსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა SportsNet-ი იტყობინება.
გამოცემის ჟურნალისტის, იან ბეგლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნიქსთან“ მიმართებით მედიაში ყველაზე ხშირად იანის ანტეტოკოუნმპოს სახელი ახსენებენ, ნიუიორკელებმა შესაძლოა უფრო მოკრძალებული ვარიანტი არჩიონ და გოგა ბითაძის დამატება სცადონ.
„აღსანიშნავია ისიც, რომ „მეჯიქის“ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ბოლო სამ შეხვედრაში გოგას საერთოდ არ უთამაშია და თუ საბოლოო ჯამში ფლორიდელები მზად იქნებიან, ქართველ ცენტრს შეელიონ, „ნიქსმა“ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა მოსინჯოს“, - წერს იან ბეგლი.
ცნობისთვის, გოგა ბითაძე „ორლანდოს“ 2023 წელს შეუერთდა და 2027 წლამდე გააფორმა კონრტაქტი. მიმდინარე სეზონში ქართველი ცენტრი საშუალოდ 5.9 ქულას, 5.2 მოხსნას, 1.2 შედეგიან გადაცემას, 1.2 დაფარებას და 0.8 ჩაჭრას აგროვებს.
აქვე გეტყვით, რომ NBA-ში გაცვლების პერიოდი 5 თებერვალს იხურება.