თორნიკე შენგელია
Aa
Aa

22 ქულა 23 წუთში - შენგელიას შედეგიანი მატჩი ლიონში

საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული გათამაშების XXIV ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ლიონ-ვილერბანი“ 7-ქულიანი სხვაობით, 98:91 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თორნიკე შენგელია ამჯერადაც უმაღლეს დონეზე გამოიყურებოდა და შედეგიანობის თვალსაზრისით თანაგუნდელებს შორის მხოლოდ კევინ პანტერს (31) ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ ერთიდან ერთი სამქულიანი, რვიდან ექვსი ორქულიანი და შვიდიდან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. ხუთი მოხსნიდან ოთხი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

16 მოგებითა და 8 წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ „ჰაპოელს“, „ფენერბაჰჩესა“ და „რეალს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ დარბაზში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფესთან“ გამართავენ, რომელიც კვირას, 25 იანვარს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა | ორლანდო 27 ქულით დამარცხდა
ბითაძის 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა | ორლანდო 27 ქულით დამარცხდა