ერთ გუნდში? მამუკელაშვილის ტორონტო ბითაძის დამატებას განიხილავს
NBA-ში ტრეიდებისთვის ფანჯარა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს მათთვის სასურველი გარიგებების დადება შეეძლებათ. მათ დრო 5 თებერვლამდე აქვთ. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია გოგა ბითაძის შესაძლო ტრეიდის შესახებ - ქართველი ცენტრის მიმართ ინტერესს „ტორონტო რეპტორსი“ იჩენს.
კანადური სპორტული ტელეკომპანიის TNS-ის ანალიტიკოსი ჯოშ ლევენბერგი ამბობს, რომ „ტორონტოს“ ცენტრის პოზიციაზე კონკურენცია სჭირდება და კლუბი ერთ-ერთ ვარიანტად გოგა ბითაძეს განიხილავს.
„თუ კი ტორონტოს სადმე გაძლიერება სჭირდება, ეს პირველ რიგში წინა ხაზზე ითქმის. მათ მხოლოდ ერთი ცენტრი ჰყავთ (იაკობ პიოლტლი) და ისიც ტრავმებისკენ არის მიდრეკილი. ამის გამო მას ბევრი მატჩი გაუცდა.
ამ პოზიციაზე კლუბის ქომაგებისთვის ალბათ ყველაზე სასურველი ვარიანტი ენტონი დევისია, მაგრამ რთული იქნება, რადგან ის დალასში თავის პირველ სეზონს ატარებს.
ყველაფრის გათვალისწინებით, ტორონტოს 2 ვარიანტი აქვს: დანიელ გეფორდი დალასიდან და გოგა ბითაძე ორლანდოდან. ქართველი კარგი მომხსნელია და ფარქვეშაც დამაჯერებლად გამოიყურება. რეპტორსისთვის ფინანსურად ორივე ზემოხსენებული ვარიანტი მისაღებია, რაც ტრეიდისას მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ“.
- აღნიშნა ლევენბერგმა.
Lewenberg says the Raptors could be targeting Daniel Gafford and Goga Bitadze. Both big men would be great options for the Raptors and wouldn’t cost them a whole ton. pic.twitter.com/LRTkvBKetF
— Luca Rosano (@lucarosano3) December 16, 2025