გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA CUP | ბითაძის ორლანდო ნახევარფინალში დამარცხდა

NBA-ს თასის ნახევარფინალში გოგა ბითაძის ორლანდო ნიუ-იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 120:132 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელს შედეგიანი მატჩი არ ჰქონდა. გოგამ პარკეტზე 12 წუთი და 37 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში ბითაძემ თავი მხოლოდ 3 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაგვამახსოვრა.

ნიქსს 40 ქულით, 4 მოხსნით და 3 პასით ბრანსონმა ულიდერა, ხოლო მეჯიქიდან საუკეთესო საგს იყო, რომელმაც არასრულ 30 წუთში 26 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ორლანდო მეჯიქმა პირველი მეოთხედი 3-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა შემდეგ მთელი მატჩის განმავლობაში ნიქსი დომინირებდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ მატჩს უკვე რეგულარულის ეგიდით 19 დეკემბერს დენვერის წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები