გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ბრეოგანს მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში, გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ ლუგოს „ბრეოგანს“ ესტუმრა და 108:96 გაიმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 29:01 წუთი გაატარა და 18 ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 18 ქულას, 10 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გიორგი შერმადინი მატჩის MVP-ც გახდა.

ყველაზე შედეგიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში შერმადინის თანაგუნდელი აარონ დორნეკამპი იყო (20 ქულა, 4 მოხსნა), ბრუნო ფიტიპალდომ კი 19 ქულას, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

10 მატჩის შემდეგ „ტენერიფე“ 7 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში შერმადინის გუნდი 20 დეკემბერს „ჟირონას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვა | ტორონტო ნიქსთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვა | ტორონტო ნიქსთან დამარცხდა