იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ | ჭიკაძე 2026 წელს დაბრუნებას გეგმავს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, რომელიც გასულ კვირას კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა, Facebook-ში მორიგი პოსტი დაწერა. „ნინძა'' მიმართავს მათ, ვისაც მისი მარცხი გაუხარდათ და ასევე ერთგულ გულშემატკივრებს პირდება, რომ შემდეგ წელს დაბრუნდება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
გიგა ჭიკაძე: „კაი დრამა იქით იყოს და ყველაფერი კარგად მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, ბრმა დარტყმა გავუშვი და ეგ იყო და ეგ, მანამდე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. P.S. იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ (რავი სხვა რა "გითხრათ") და ჩემ საყვარელ ხალხს, ვისაც გული შეგტკივათ, მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგრად მიყვარხართ, ყველაფერი კარგად მაქვს, ცოტას დავისვენებ და დაგიბრუნდებით 2026-ში! უფალი გფარავდეთ''.
კევინ ვალეხოსთან წაგების შემდეგ გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში აღარ არის. „ნინძა“ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ მისი პოზიცია არგენტინელმა მებრძოლმა დაიკავა.